Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრმა ანხელ


ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრმა ანხელ ასებესმა განაცხადა,

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრმა ანხელ ასებესმა განაცხადა,
რომ ქვეყნის პარლამენტს განზრახული აქვს მხარი დაუჭიროს მთავრობის წინადადებას და უზენაეს სასამართლოს მიმართოს თხოვნით – აიკრძალოს ესპანეთში ბასკ სეპარატისტთა პოლიტიკური პარტია ბატასუნა. ესპანეთის პარლამენტმა ივნისში მიიღო კანონი, რომლის ძალითაც ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მხარს უჭერენ და ამართლებენ ტერორიზმს, კანონგარეშედ შეიძლება იქნეს გამოცხადებული. ბატასუნას იგივე მიზანი აქვს დასახული, რაც ბასკ სეპარატისტთა შეიარაღებულ დაჯგუფება ეტას, სახელდობრ ბასკებით დასახლებული რეგიონის დამოუკიდებლობა ჩრდილოეთ ესპანეთში. ეტასაგან განსხვავებით, ბატასუნა, ესპანეთიდან არაძალისმიერი გამოყოფის მომხრეა, მაგრამ უარს ამბობს საჯაროდ დაგმოს ეტას ტერორისტული საქმიანობა, რამაც 1968 წლიდან მოყოლებული, 800-ე მეტი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს ესპანეთში.
XS
SM
MD
LG