მომავალი წლის დასაწყისში უნდა გაიმართოს.
ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლებამ ეროვნული კულტურისთვის ძალზე მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნა ვერ მოახერხა. უსახსრობის გამო ვერ ჩატარდა, მაგალითად, ქართული ეროვნული თეატრის დაარსების 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო, აღუნიშნავი დარჩა ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის იუბილე. თანაც, ხელისუფლება ერთი და იმავე სცენარით მოქმედებდა: როგორც კი იუბილე ახლოვდებოდა, საზოგადოებას აუწყებდა, რომ წელს არა, მაგრამ უახლოეს ხანში, თუნდაც დაგვიანებით, აუცილებლად იზეიმებს თეატრის დღეს, ან - უფრო მასშტაბურად აღნიშნავს ამა თუ იმ ქართველი მწერლის დაბადების მრგვალ თარიღს. ახლა, როცა არჩევნები ნელ-ნელა ახლოვდება, ხელისუფლებამ “კულტურული ტაქტიკა” შეცვალა, უფრო სწორად, გაიხსენა ამა თუ იმ მოვლენის აღნიშვნის ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში დამკვიდრებული და კარგად აპრობირებული ფორმა – საიუბილეო კომისიის შექმნის ტრადიცია... კომისიისა, რომელსაც უშუალოდ ქვეყნის პირველი პირი უხელმძღვანელებს, ანუ თავის თავს “დაინიშნავს” განკარგულებით, რომელსაც თავადვე გამოსცემს. შევარდნაძემ განკარგულებას აგვისტოს მიწურულს მოაწერა ხელი და განკარგულების ტექსტში ხაზი გაუსვა, რომ მეცნიერებათა აკადემია და სახელმწიფო უნივერსიტეტი ექვთიმე თაყაიშვილის ხსოვნის უკვდავყოფის ღონისძიებებისათვის საჭირო სახსრებს “გაითვალისწინებენ საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ფორმირებისას მათთვის განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში.” სხვაგვარად რომ ვთქვათ, პრეზიდენტმა ამ ორგანიზაციებს დაავალა აღნიშნონ ექვთიმე თაყაიშვილის იუბილე, თუმცა ინიციატორის როლში თავად გამოვიდა. “საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის” ხსოვნის იუბილე კი არაერთ ღონისძიებას ითვალისწინებს: უნივერსიტეტში გაიმართება ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია, უნივერსიტეტის ეზოში დაიდგმება ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ძეგლი, გამოიცემა ექვთიმე თაყაიშვილის ნაშრომთა კრებული. უფრო მეტიც, განკარგულების თანახმად, საიუბილეო ღონისძიებები 2003 წლის იანვარ-თებერვალში მთელ საქართველოში უნდა გაიმართოს, ე.ი. ზუსტად მაშინ, როცა რესპუბლიკის რეგიონები, როგორც წესი, ელექტროენერგიის გარეშე რჩება ხოლმე. თუმცა მთავარი ახლა ის არაა, როგორ ჩატარდება იუბილე. მთავარია, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაგვახსენა, რომ ეროვნული კულტურის მოამაგეა.