Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ლიდერები დადებითად გამოეხმაურნენ აშშ-ის


ევროპის ლიდერები დადებითად გამოეხმაურნენ აშშ-ის პრეზიდენტის გეგმას, ითანამშრომლოს გაეროსთან, რათა ერაყს არ მიეცეს მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის შესაძლებლობა.

ევროპის ლიდერები დადებითად გამოეხმაურნენ აშშ-ის პრეზიდენტის გეგმას, ითანამშრომლოს გაეროსთან, რათა ერაყს არ მიეცეს მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის შესაძლებლობა.
მათვე თავი შეიკავეს ბაღდადის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის მხარდაჭერაზე. ხოლო არაბული ლიგის გენერალურ მდივან ამრ მუსას თქმით, გაეროს დრო დასჭირდება დიპლომატიური ძალისხმევისათვის ერაყთან უთანხმოების მოსაგვარებლად. იუწყებიან აგრეთვე, რომ გაეროში ერაყის ელჩის, მოჰამედ ალ დურის განცხადებით, ერაყი მზად არის, განიხილოს განიარაღების ექსპერტთა დაბრუნების საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოსთან, მაგრამ არა შეერთებულ შტატებთან.
XS
SM
MD
LG