უნდა ემსჯელა იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც ივლისის დასაწყისში თანამდებობიდან წასვლის პატაკი დაწერა საქართველოს სახმელეთო ჯარების ყოფილმა სარდალმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკა ჯანჯღავამ და ასამდე ქართველმა ოფიცერმა. თუმცა პანკისის ხეობაში მიმდინარე ანტიკრიმინალური ოპერაციისა და რუსეთ-საქართველოს შორის გართულებული დიპლომატიური ურთიერთობების გამო, "მეამბოხე ოფიცრის" ბედი საქართველოს ხელისუფლებას, აშკარად, მიავიწყდა. ამ პაუზით კარგად ისარგებლა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამანდატო კომისიამ და 24 სექტემბერს ნიკა ჯანჯღავას, ოფიცრის ღირსების შემლახველი საქციელის გამო, ოფიცრის წოდება ჩამოართვა. რამდენად სამართლიანია ეს გადაწყვეტილება?
საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში მრავლად მოიძებნება სამხედრო მოსამსახურეთა დაუმსახურებლად დაჯილდოების, თანამდებობრივი დაწინაურებისა და კონვეიერული მეთოდით წოდებების მინიჭების ფაქტები. მაგრამ თითქმის იშვიათია შემთხვევები, რომ ოფიცრისთვის წოდება ჩამოერთმიოთ. საქართველოს ხელისუფლებას დისციპლინური დასჯის ამგვარი მეთოდი ერთხელაც არ გამოუყენებია აფხაზეთში განცდილი სამხედრო მარცხის დროს. პირიქით, ყველაზე მეტი გენერლის წოდება და სახელმწიფო ჯილდო სწორედ იმ პერიოდში დარიგდა.
მეტიც, ამგვარი დისციპლინური დევნა სამხედრო მოხელეების მიმართ არ განხორციელებულა არც 1998-99 წლებში, როდესაც, ფინანსური კრიზისის მიუხედავად, პრაქტიკულად, ყველა ძალოვანი უწყება კორუფციამ წალეკა.
პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ სამხედრო წოდების ჩამორთმევა, როგორც დასჯის ფორმა, სულ ორად ორჯერ გამოიყენა თავდაცვის სამინისტრომ და ორივეჯერ ამის მიზეზი გახდა არა სამსახურებრივი გულგრილობა, არა პროფესიონალიზმი ან სამეურნეო ხასიათის დანაშაული, არამედ ოფიცრების მიერ გულწრფელად გამოთქმული, მაგრამ სამხედრო უწყების ხელმძღვანელებისთვის მიუღებელი პოზიცია.
1997 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვარდიკო ნადიბაიძემ და მისმა მორჩილმა კოლეგიამ სამსახურიდან დაითხოვა და სამხედრო ფორმის ტარება აუკრძალა პოლკოვნიკ სოსო ბარნაბიშვილს, რომლის მთავარი დანაშაული ის გახლდათ, რომ მან შეიარაღებულ ძალთა რეფორმის თავისი გეგმა საპარლამენტო ფრაქციებს და უშიშროების საბჭოს გააცნო. არადა ბარნაბიშვილისეულ გეგმაში საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოს უნდა ჰყავდეს მცირერიცხოვანი და კარგად გაწვრთნილი არმია, ხოლო იმ წვევამდელებმა, რომლებიც სხვადასხვა მოტივით უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე, ჯობს, არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურით მოიხადონ სამშობლოს წინაშე არსებული ვალი, ანდა გადაიხადონ სპეციალური ბეგარა.
ფაქტობრივად, ის, რასაც პოლკოვნიკი ბარნაბიშვილი იმხანად მოითხოვდა, დღეს უკვე კანონის სახეს ატარებს. მეტიც, ფულადი გამოსასყიდი, ალტერნატიული სამხედრო სამსახური და არმიის რიცხოვნების ოპტიმიზაცია ქართული სამხედრო რეფორმის ერთგვარ სახეს წარმოადგენს. მაგრამ მაშინ ოფიცერს ასეთი აზრები ანტისახელმწიფოებრივ და ოფიცრის ღირსების შემლახველ ქმედებად ჩაუთვალეს და სამსახურიდან სამხედრო ფორმის ტარების აკრძალვით დაითხოვეს.
ნიშნადობლივია, რომ მეორედ ასეთი სასჯელის მსხვერპლი საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში ხდება სახმელეთო ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, დავით თევზაძის შემდეგ ლამის ყველაზე პროამერიკულად მიჩნეული ოფიცერი, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკა ჯანჯღავა. მისი შერისხვის მიზეზი კი გახდა ის, რომ ივლისის დასაწყისში ქართველმა ოფიცერმა არმიის მშენებლობაში ფეხმოკიდებულ მანკიერ მომენტებზე, კლანურ აზროვნებაზე, კორუფციის ფაქტებსა და ჯარისკაცის ყიდვა-გაყიდვაზე ასევე გულწრფელად გაუზიარა თავისი მოსაზრება ჯერ საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ხოლო შემდეგ, როცა მისგან მხარდაჭერა ვერ მიიღო, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებს.
თუმცა, ბარნაბიშვილისგან განსხვავებით, ჯანჯღავას გაცილებით მაღალი თანამდებობა ეჭირა და მეტი თანამოაზრეებიც ჰყავდა იმ ახალგაზრდა ოფიცრების სახით, რომელთაც, ჯერ ერთი, სჯეროდათ მეთაურის და, მეორეც, ზუსტად ასევე რადიკალურად იყვნენ განწყობილი არმიული ნაკლოვანებების მიმართ.
საბოლოოდ, ნიკა ჯანჯღავამ გადადგომის შესახებ პატაკი დაწერა. მაგრამ ამერიკის სამ უმაღლეს სამხედრო სასწავლებელდამთავრებული ოფიცრის სამხედრო ძალებიდან გაშვებას, - ძალებიდან, რომლის მომზადებაზე ამერიკულმა მხარემ ლამის ნახევარი მილიონი დოლარი დახარჯა, - საქართველოს ხელისუფლება არ ჩქარობდა. ამიტომ საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს ამ სკანდალის თაობაზე სპეციალური მოსმენა დაავალა. ეს სხდომა რამდენჯერმე გადაიდო. სამაგიეროდ, ჯანჯღავას პრობლემა თავდაცვის სამინისტრომ 24 სექტემბერს საკუთარ კედლებში უკვე გადაწყვიტა.
თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის, პოლკოვნიკ დიმიტრი ლეჟავას განცხადებით, ნიკა ჯანჯღავას საქმის გამო დანიშნულ პირველ მოსმენაზე სამანდატო კომისიას მომზადებული ჰქონდა გადაწყვეტილება, რომ მეამბოხე ოფიცრისთვის ერთი საფეხურით დაბალი თანამდებობა შეეთავაზებინათ. მაგრამ სხდომაზე ჯანჯღავა არ გამოცხადდა, რამაც ვითარება კიდევ უფრო გაართულა. თანაც კომისიის წევრებს გახსენებიათ, რომ ჯანჯღავას ერთ-ერთი ოფიცრისთვის ადრე ფიზიკური შეურაცხყოფაც ჰქონია მიყენებული და საქმე პროკურატურაში ინახებოდა. საბოლოოდ, სამანდატო კომისიამ სახმელეთო ჯარების ყოფილ სარდალს ბრალი დასდო ამბოხის მცდელობაში, ხულიგნობასა და ოფიცრის ფიზიკურ შეურაცხყოფაში და შემდეგი სახის დასკვნა გამოიტანა:
[დიმიტრი ლეჟავას ხმა] "სამანდატო კომისიამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომ დათხოვნილ იქნას სამსახურებრივი შეუფერებლობით და ჩამოქვეითდეს ერთი საფეხურით წოდებაში. ნუ, ეს ოქმი გამზადებულია და მინისტრი გადაწყვიტავს თითონ."[სტილი დაცულია]
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სამანდატო კომისიის გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცის უშიშროების საბჭომ, რომელიც, როგორც მისმა მდივანმა თედო ჯაფარიძემ განაცხადა, კვლავ აპირებს ჯანჯღავას საკითხზე მოსმენის გამართვას. რაც შეეხება თავად შერისხულ ოფიცერს, აღნიშნულ პოლიტიკურ ვითარებაში, როცა ძალოვან უწყებებს სრული კარტ-ბლანში მიეცათ თავიანთ მოქმედებებში, მას ეჭვი არ ეპარება, რომ უშიშროების საბჭოც თავდაცვის სამინისტროს მხარეს დაიჭერს. ამიტომ, როგორც სახმელეთო ჯარების ყოფილმა სარდალმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, იგი არ აპირებს ამ გადაწყვეტილების კანონიერების გასაჩივრებას.
ისევე, როგორც პოლკოვნიკ ბარნაბიშვილს, ერთადერთი, რისი იმედიც ნიკა ჯანჯღავას აქვს, არის დრო, რომელიც ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.