Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა


საქართველომ გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა თხოვნით, ჩაატაროს ღია შეხვედრა

საქართველომ გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა თხოვნით, ჩაატაროს ღია შეხვედრა
აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით. გაეროში საქართველოს წარმომადგენელმა რევაზ ადამიამ უშიშროების საბჭოს გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნა, რომ ღია შეხვედრა ხელს შეუწყობდა აფხაზეთის გარშემო გულწრფელი და კონსტრუქციული დისკუსიის გამართვას. საქართველოს არაერთხელ გაუკრიტიკებია რუსეთი - უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი - დისკუსიაში აფხაზთა მიმართ მიკერძოებისთვის. აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის ბოლო ანგარიშში გამოთქმულია შეშფოთება სამშვიდობო პროცესის გაყინვის გამო.
XS
SM
MD
LG