Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს თბილისის საოლქო სასამართლომ დააკმაყოფილა


დღეს თბილისის საოლქო სასამართლომ დააკმაყოფილა უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შუამდგომლობა

დღეს თბილისის საოლქო სასამართლომ დააკმაყოფილა უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შუამდგომლობა
და საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული რვა ჩეჩნიდან სამს კიდევ სამი თვით გაუგრძელა წინასწარი პატიმრობის ვადა. უშიშროების სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით, პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება, რომ საგამოძიებო სამსახური თბილისში დარჩენილი კიდევ ხუთი ჩეჩნის პატიმრობის ვადის გაგრძელებასაც ითხოვს და შესაბამის შუამდგომლობას საოლქო სასამართლო ორშაბათს განიხილავს. პატიმრობის ვადის გაგრძელების მოთხოვნა იმ მოტივით ხდება, რომ დაკავებულთა მიმართ საგამოძიებო მოქმედებები დასრულებული არ არის. ჯერაც დასადგენია მათი ნამდვილი ვინაობა და წარმომავლობა.
XS
SM
MD
LG