Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭოში დამტკიცებულ რეზოლუციას


გაეროს უშიშროების საბჭოში დამტკიცებულ რეზოლუციას ფართო გამოხმაურება მოჰყვა.

გაეროს უშიშროების საბჭოში დამტკიცებულ რეზოლუციას ფართო გამოხმაურება მოჰყვა.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მიესალმა გაეროს უშიშროების საბჭოს ერთსულოვან გადაწყვეტილებას და სადამ ჰუსეინი გაარფთხილა, რომ მის მხრივ თანამშრომლობაზე უარს უმკაცრესი საპასუხო ზომები მოჰყვება. როგორც ბუშმა ვაშინგტონში განაცხადა, ახლა ერაყს დაუყოვნებლივ და მოლაპარაკებების გარეშე ჰმართებს განიარაღება. და თუ ეს არ მოხდა, მაშინ ერაყს შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები განაიარაღებენ. ბაღდადს რეზოლუციით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნის შესრულებისაკენ მოუწოდეს აგრეთვე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა. შირაკის თქმით, რეზოლუცია ბაღდადს მშვიდობიანად განიარაღების შანსს აძლევს. ხოლო ბლერმა ლონდონში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერაყის პრეზიდენტმა სადამ ჰუსეინმა განიარაღების ექსპერტებს ყველა სამხედრო ობიექტის დათვალიერების უფლება უნდა მისცეს: [ბლერის ხმა] "სადამ ჰუსეინის მოვალეობაა თანამშრომლობა ყველა საკითხში. ამით იგულისხმება ყველა სამხედრო ობიექტისა და სასახლის შემოწმების, მოწმეების დაკითხვის უფლებები, არსებული იარაღისა და მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის გამხელა". გაეროში რუსეთის ელჩ სერგეი ლავროვის შეფასებით, რეზოლუცია იდეალური არ არის, მაგრამ რუსეთი მაინც კმაყოფილია, ვინაიდან თავიდან იქნა აცილებული "ომის უშუალო საფრთხე".
XS
SM
MD
LG