Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს თურქეთის ახალმა მთავრობამ კვლავ


დღეს თურქეთის ახალმა მთავრობამ კვლავ გადადგა ნაბიჯი იმისათვის, რომ მმართველი პარტიის ლიდერს გზა გაეხსნას პარლამენტისა და,

დღეს თურქეთის ახალმა მთავრობამ კვლავ გადადგა ნაბიჯი იმისათვის, რომ მმართველი პარტიის ლიდერს გზა გაეხსნას პარლამენტისა და,
საბოლოოდ, პრემიერ-მინისტრის პოსტისკენ. მთავრობამ ხელახლა გაუგზავნა პარლამენტს კანონპროექტი, რომელსაც გუშინ პრეზიდენტმა აჰმეტ ნეჯდეთ სეზერმა ვეტო დაადო. მაგრამ მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ ისინი არავითარ ცვლილებას არ შეიტანენ დოკუმენტში. სეზერი მეორედ ვერ დაადებს მას ვეტოს, თუკი იგი პარლამენტს მიერ იქნება დამტკიცებული. მაგრამ პრეზიდენტს შეუძლია ამ საკითხზე სახალხო რეფერენდუმი მოიწვიოს. სეზერმა ვეტო დაადო დოკუმენტს, მისი თქმით, იმის გამო, რომ კანონპროექტის მიზანია, პრემიერ-მინისტრობისკენ გაუხსნას გზა რეჯეპ ტაიპ ერდოანს. ერდოანს ეკრძალება საჯარო თანამდებობების დაკავება რელიგიურ საფუძველზე ამბოხებისკენ წაქეზებისთვის.
XS
SM
MD
LG