Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები არ აპირებს ჩრდილოეთი


შეერთებული შტატები არ აპირებს ჩრდილოეთი კორეის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა.

შეერთებული შტატები არ აპირებს ჩრდილოეთი კორეის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა.
შვეიცარიის ქალაქ დავოსში გამოსვლისას პაუელმა თქვა, რომ ვაშინგტონი მზადაა ფხენიანთან დიალოგისთვის, თუკი მოლაპარაკებებზე საუბარი იქნება კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ ბირთვული პროგრამის სრულ შეწყვეტაზე. ჩრდილოეთი კორეა ითხოვს, რომ შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწეროს თავდაუსხმელობის პაქტს. ფხენიანი ახლახან გამოვიდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან და ვაშინგტონს კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის მიმართ "მტრულ პოლიტიკაში" დასდო ბრალი.
XS
SM
MD
LG