Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მოსკოვთან ურთიერთობის პრობლემა თბილისისთვის პირველხარისხოვანია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მოსკოვთან ურთიერთობის პრობლემა თბილისისთვის პირველხარისხოვანია
და მან გაცილებით მეტი უნდა იმუშაოს მეზობელ ქვეყანასთან პრობლემების მოსაგვარებლად. დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე, ბურჯანაძემ მოსკოვში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შედეგები მიმოიხილა; ეს ვიზიტი გასულ კვირაში გაიმართა. ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა გლობალურ, სტრატეგიულ ურთიერთობათა კონტექსტში უნდა გადაწყდეს, რომლის შემადგენელი ნაწილებიც აფხაზეთისა და ცხინვალის გამწვავებული საკითხებია. პარლამენტის თავმჯდომარე მცდარად მიიჩნევს განცხადებებს, თითქოს რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგი შედეგს ვერ გამოიღებს. თუმცა მანვე დასძინა, რომ რუსეთის მხრიდანაც საჭიროა სერიოზული მუშაობა და იმპერიულ ამბიციებზე უარის თქმა.
XS
SM
MD
LG