Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უახლოესი ორი კვირის განმავლობაში იუგოსლავიის


უახლოესი ორი კვირის განმავლობაში იუგოსლავიის პრეზიდენტი ვოისლავ კოშტუნიცა დანიშნავს სერბიისა და ჩერნოგორიის კავშირის პარლამენტის არჩევნების თარიღს.

უახლოესი ორი კვირის განმავლობაში იუგოსლავიის პრეზიდენტი ვოისლავ კოშტუნიცა დანიშნავს სერბიისა და ჩერნოგორიის კავშირის პარლამენტის არჩევნების თარიღს.
მას მერე, რაც გუშინ იუგოსლავიის პარლამენტმა მოიწონა ახალი სახელმწიფოს კონსტიტუციის პროექტი, იურიდიული თვალსაზრისით იუგოსლავია აღარ არსებობს. ახალი საკანონმდებლო კრება - უკვე სერბიისა და ჩერნოგორიის კავშირისა - აირჩევს პრეზიდენტს და მთავრობის თავმჯდომარეს და დაამტკიცებს დროშას, გერბსა და ჰიმნს. სერბიის პრემიერ-მინისტრ ზორან ჯინჯიჩს მიაჩნია, რომ კავშირის შექმნა იუგოსლავიის ორ რესპუბლიკას ევროპის კავშირში შესვლას გაუადვილებს.
XS
SM
MD
LG