Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ მზად არის, მოაგვაროს პრობლემები


აშშ მზად არის, მოაგვაროს პრობლემები, რომლებიც უკავშირდება ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამებით გამოწვეულ უთანხმოებას.

აშშ მზად არის, მოაგვაროს პრობლემები, რომლებიც უკავშირდება ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამებით გამოწვეულ უთანხმოებას.
ამის შესახებ განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა, არი ფლაიშერმა. ეს განცხადება მოჰყვა ფხენიანის გაფრთხილებას, რომ არსებობს ომის დაწყების საშიშროება. კომუნისტური რეჟიმი დაიმუქრა აგრეთვე პრევენციული დარტყმით, თუ ვაშინგტონი გაზრდის რეგიონში თავისი სამხედრო ძალების რაოდენობას. ფლაიშერის სიტყვებით, ამ ტონით ლაპრაკი მხოლოდ ჩრდილოეთ კორეას ავნებს. დღეს, უფრო ადრე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, დონალდ რამსფელდმა "სახიფათო ნიშანი" უწოდა ფხენიანის გუშინდელ განცხადებას, რომლის თანახმად მან ისევ აამუშავა ატომური ელექტროსადგური - ეს ობიექტი ფხენიანის ბირთვული შეიარაღების პროგრამაზე მუშაობის ადგილად ითვლება. როგორც რამსფელდმა კონგრესის სხდომაზე თქვა: [რამსფელდის ხმა] "დღეს ჩრდილოეთი კორეა, თავისი ბირთვული პროგრამით, ახალი საფრთხით იმუქრება. ლაპარაკი არ არის მხოლოდ თითო-ოროლა იარაღზე, ბირთვულ იარაღზე, რომელსაც ის ახლა ფლობს, არამედ საფრთხეზე, რომ საკმაოდ მოკლე დროში განავითარებენ ბირთვულ მასალას კიდევ 6-8 იარაღის დასამზადებლად, რომელიც შემდეგ, რასაკვირველია, შეუძლიათ გაყიდონ."
XS
SM
MD
LG