Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩერნოგორიაში დამთავრდა საპრეზიდენტო არჩევნები, თუმცა


ჩერნოგორიაში დამთავრდა საპრეზიდენტო არჩევნები, თუმცა, ელექტორატის პასიურობის გამო ვარაუდობენ, რომ კენჭისყრა ჩატარებულად არ გამოცხადდება.

ჩერნოგორიაში დამთავრდა საპრეზიდენტო არჩევნები, თუმცა, ელექტორატის პასიურობის გამო ვარაუდობენ, რომ კენჭისყრა ჩატარებულად არ გამოცხადდება.
ასე მოხდა დეკემებრში გამართულ არჩევნებზე, რომელიც მასში ელექტორატის 50 პროცენტზე ნაკლების, 46 პროცენტის მონაწილეობის გამო ჩაიშალა. ასე რომ დღეს საპრეზიდენტო არჩევნები განმეორებით ჩატარდა. წინასწარი ინფორმაციით, როგორც მოსალოდნელი იყო, ლიდერობს ჩერნოგორიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ ვუიანოვიჩი. დეკემბერში მას ხმების 84 პროცენტი ერგო.
საარჩევნო უბნები თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიხურა. პირველი ინფორმაცია შედეგების შესახებ დაახლოებით 2 საათში გავრცელდება.
XS
SM
MD
LG