Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ სამშაბათს საზღვარზე


მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ სამშაბათს საზღვარზე დაკავებული სამი ჩეჩენი პატიმრის

მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ სამშაბათს საზღვარზე დაკავებული სამი ჩეჩენი პატიმრის
ექსტრადიციასთან დაკავშირებით საჩივრის განხილვა დაიწყო.
სასამართლო პროცესზე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს დოკუმენტაცია, მისცა თუ არა საქართველოს მთავრობამ ჩეჩენ პატიმრებს თავის დროზე ლტოლვილის სტატუსი. წინა პროცესზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა, რომელმაც დამატებით მტკიცებულებად გაეროს რეკომენდაცია წარადგინა. სასამართლო ოთხშაბათს განიხილავს საზღვარზე დაკავებული სამი ჩეჩენის ადვოკატების შუამდგომლობას, რომელთა მტკიცებით საქართველოს გენპროკურატურის გადაწყვეტილება აღნიშნული ჩეჩნების რუსეთში ექსტრადირების შესახებ უკანონოა, რადგან რუსეთის გენერალური პროკურატურის მოთხოვნა ამ სამი კონკრეტული პირის მიმართ არ არსებობს.

XS
SM
MD
LG