სომხეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა თითქმის 62-მა პროცენტმა.
პირველ წინასწარ შედეგებს ხვალისთვის ელიან. ოფიციალური მონაცემებით, კენჭისყრის პროცესში მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაფიქსირებულა. თუმცა, ოპოზიციის ოთხმა კანდიდატმა: არტაშეს გეღამიანმა, სტეპან დემირჭიანმა, ვაზგენ მანუკიანმა და არამ კარაპეტიანმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც საუბარია კანონის უხეში დარღვევებისა და ძალადობის ფაქტებზე. სულ კენჭისყრაში 9 კანდიდატი მონაწილეობდა. გამარჯვებულად ჩაითვლება პრეტენდენტი, რომელიც ხმათა ნახევარზე მეტს მოიპოვებს. თუ პირველმა ტურმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ორი კვირის შემდეგ დაინიშნება მეორე ტური, რომელზეც სომხეთის მოსახლეობა უკვე ორ კანდიდატს შორის გააკეთებს არჩევანს. აშკარა ფავორიტად მიმომხილველები ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს მიიჩნევენ.