Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს პანკისის ხეობაში ოფიციალურად დაიწყო


დღეს პანკისის ხეობაში ოფიციალურად დაიწყო ანტიტერორისტული და ანტიკრიმინალური სპეცღონისძიებების მეორე ფაზა.

დღეს პანკისის ხეობაში ოფიციალურად დაიწყო ანტიტერორისტული და ანტიკრიმინალური სპეცღონისძიებების მეორე ფაზა.
პრაიმ-ნიუსის სააგენტოს მოჰყავს შინაგანი ჯარების სარდლის გიორგი შერვაშიძის სიტყვები იმის თაობაზე, რომ ამ ეტაპზე მას არ მიუღია დავალება ხეობაში დამატებითი ძალების შეყვანის თაობაზე. შერვაშიძის თქმით, ხეობაში ამჟამად შინაგანი ჯარების საკმარისი კონტინგენტი იმყოფება. ოპერაციის მსვლელობაში ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება საზღვრის დაცვაზე, ხოლო ხეობაში მოქმედი ცალკეული კრიმინალური ელემენტებისა თუ შეიარაღებული დაჯგუფებების გამოვლენასა და მათ დაკავებაზე შინაგანი ჯარი სხვა შესაბამის სტრუქტურებთან ერთად იზრუნებს. ისევე როგორც ანტიტერორისტული სპეცღონისძიებების პირველ ფაზაზე, შტაბს ამჯერადაც შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი უხელმძღვანელებს.
XS
SM
MD
LG