Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ერაყთან


დღეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ერაყთან ომის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა მიიღო ასიათასობით ადამიანმა.

დღეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ერაყთან ომის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა მიიღო ასიათასობით ადამიანმა.
ბერლინში მოწყობილი მრავალათასიანი დემონსტრაციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერით: "ჩვენ გვსურს საერთაშორისო სამართალი და არა მუშტის სამართალი". ლონდონში გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მიიღო 60 ათასზე მეტმა ადამიანმა; საფრანგეთის დედაქალაქის ქუჩებში ერაყთან ომის კიდევ უფრო მეტი მოწინააღმდეგე გამოვიდა. პარიზის პოლიციის თანახმად, მათი რიცხვი 90 ათასს აღწევდა. მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გაიმართა, ჰელსინკიში, ამსტერდამში, ვენაში, ბარსელონაში, გიოტებორგში, სევილიაში, კოპენჰაგენში, ბერნში და ევროპის სხვა ქალაქებში, აგრეთვე ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, იაპონიაში, პაკისტანში, სამხრეთ კორეაში და თვით შეერთებულ შტატებშიც.
XS
SM
MD
LG