Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომის დაწყებიდან მეცხრე დღეს, პარასკევს


ომის დაწყებიდან მეცხრე დღეს, პარასკევს დილით კოალიციის სამხედრო ავიაციამ ბაღდადის დაბომბვა განაახლა. შეერთებული შტატების სარდლობის ცნობით, სამიზნეს ერაყის სამეთაურეო საკომუნიკაციო მართვის სისტემები

ომის დაწყებიდან მეცხრე დღეს, პარასკევს დილით კოალიციის სამხედრო ავიაციამ ბაღდადის დაბომბვა განაახლა. შეერთებული შტატების სარდლობის ცნობით, სამიზნეს ერაყის სამეთაურეო საკომუნიკაციო მართვის სისტემები
წარმოადგენდა. ერაყის თავდაცვის მინისტრი სულთან ჰაშიმ აჰმედი აცხადებს, რომ კოალიციის ძალები ბაღდადის ალყაში მოქცევას, ალბათ, ხუთ-ათ დღეში შეძლებენ. აჰმედის ვარაუდით, გამარჯვების მოპოვებას ერაყელები ქუჩის ბრძოლებში მოახერხებენ. სააგენტო "როიტერზის" ცნობით, ბაღდადიდან 160 კილომეტრში მდებარე ქალაქ ნაჯაფში შეერთებული შტატების ტანკები და არტილერია ერაყის ჯარს შეეჯახა. ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი რაიმე დეტალები ამ ბრძოლის შესახებ. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დიდი ბირტანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ, რა დროც უნდა დასჭირდეთ, კოალიციის ჯარები შეძლებენ სადამ ჰუსეინის დამხობას.
XS
SM
MD
LG