Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სამხედრო ძალები პარასკევს

შეერთებული შტატების სამხედრო ძალები პარასკევს განაგრძობდნენ ერაყელთა პოზიციებზე შეტევას ქალაქ ნაჯაფის ჩრდილოეთით. იმავდროულად ბაღდადის სამხრეთ მისადგომებსა და თავად ბაღდადს კოალიციის სამხედრო თვითმფრინავები

ბომბავდნენ. ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, რომ ქალაქებს ნაჯაფსა და ქარბალას შორის ამერიკელთა შეტევის შედეგად ერაყის 30 ტანკი გამოვიდა მწყობრიდან. ერაყის ინფორმაციის მინისტრის განცხადებით, ხუთშაბათს ღამით ნაჯაფის ახლოს მიმდინარე მთავარი შეტაკების დროს, რომელიც ამერიკელთა უკანდახევით დასრულდა, 26 ერაყელი დაიღუპა. ამერიკელი ბრიგადის გენერალი ვინსენტ ბრუკსი თავის მხრივ ირწმუნება, რომ ეს შეტაკება შეერთებული შტატების ჯარის მეხუთე კორპუსის წარმატებით დასრულდა.
XS
SM
MD
LG