დღეს გადადგა ბოსნიის კოლექტიური პრეზიდიუმის თავმჯდომარე მირკო სიროვიჩი, მას მერე, რაც სკანდალი მოხდა ერაყისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით.
გასულ კვირაში საერთაშორისო გამომძიებელთა ჯგუფმა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ ბოსნიელ სერბთა კომპანია "ორაომ" ერაყში ჩაიტანა სამხედრო თვითმფრინავების ძრავის ნაწილები, რაც გაეროს სანქციების დარღვევაა. გამოძიების თანახმად, სიროვიჩმა, რომელიც იმხანად ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი იყო, იცოდა უკანონო ექსპორტის შესახებ, მაგრამ არ შეაჩერა იგი.