დევნილთა დაბრუნების პროცესის დაწყების გარეშე, აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლა არ განახლდება, - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ ორშაბათის რადიოინტერვიუში.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან მიღწეული შეთანხმების კონტექსტში, საქართველომ ფაქტობრივად დაასრულა კონკრეტულ საკითხებზე მუშა ჯგუფების ჩამოყალიბება და ახლა აუცილებელია აფხაზეთიდან დევნილთა აღრიცხვის ჩატარება, კერძოდ, მათი ვინც გალის რაიონში უკვე დაბრუნდა, ასევე, იმათი ვინც აფხაზეთის ფარგლებს გარეთ, მათ შორის, რუსეთისა და უკრაინის ტერიტორიებზე იმყოფება. რკინიგზის აღდგენა და გალის რაიონში დევნილთა დაბრუნება სინქრონიზებულად უნდა მოხდესო - დასძინა ედუარდ შევარდნაძემ.