Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის სამხედრო სასამართლომ სამუდამო პატიმრობა


ისრაელის სამხედრო სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა 4 პალესტინელ ექსტრემისტს

ისრაელის სამხედრო სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა 4 პალესტინელ ექსტრემისტს
გასულ წელს მომხდარ ტერორისტულ აქტში
მონაწილეობისთვის, რამაც 29 ისრაელი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, ისრაელის სამხედრო სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა 4 პალესტინელს. ექსტრემისტული დაჯგუფების "ჰამასის" მოიერიშემ თავი აიფეთქა ქალაქ ნათანიის ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც ხალხი პასექის დღესასწაულს აღნიშნავდა. სასამართლომ დამტკიცებულად ცნო ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულებმა ასაფეთქებელი ნაღმი გადასცეს მას და თავდასხმამდე დამალული ჰყავდათ ტერორისტი.
XS
SM
MD
LG