Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ დღეს დიდი


რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ დღეს დიდი უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მძაფრად არის გაკრიტიკებული საქართველოსა და აშშ-ს შორის სამხედრო სფეროში

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ დღეს დიდი უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მძაფრად არის გაკრიტიკებული საქართველოსა და აშშ-ს შორის სამხედრო სფეროში
თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული შეთანხმება. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 350-მა დეპუტატმა, სამი წინააღმდეგი იყო, ხოლო ერთმა - თავი შეიკავა. რეზოლუციის თანახმად, საქართველო-ამერიკის შეთანხმება მიმართულია "ამიერკავკასიაში ამერიკული სამხედრო დასწრების შემდგომი ზრდისკენ". დოკუმენტში ნათქვამია, ასევე, რომ თუ შეთანხმებით გათვალისწინებული ნორმები "გაწონასწორებული არ იქნება საქართველოს შესაბამისი მოქმედებებით რუსეთის მიმართ, ამან შეიძლება სერიოზულად დაარღვიოს ძალთა ბალანსი ამიერკავკასიაში და საფრთხე შეუქმნას საერთაშორისო უშიშროებას, პირველ რიგში კი რუსეთის უშიშროებას". რეზოლუციის მიღებას საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის კიდევ ერთი მცდელობა უწოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა. ამის შესახებ პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება. მენაღარიშვილმა დასძინა, რომ არც სახელმწიფო სათათბიროს დღევანდელ რეზოლუციას და არც სხვა ანალოგიური ნაბიჯებს, არავითარი შედეგი არ მოჰყვება, ხოლო საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობა მიზანმიმართულად განვითარდება.
XS
SM
MD
LG