Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირია უახლოეს მომავალში აპირებს, გაეროს


სირია უახლოეს მომავალში აპირებს, გაეროს უშიშროების საბჭოს შესთავაზოს რეზოლუციის პროექტი,

სირია უახლოეს მომავალში აპირებს, გაეროს უშიშროების საბჭოს შესთავაზოს რეზოლუციის პროექტი,
რომელშიც გამოთქმული იქნება მოწოდება, ახლო აღმოსავლეთი მასობრივი განადგურების იარაღისგან თავისუფალ ზონად გამოცხადდეს. ამის შესახებ დღეს, დამასკოში გამოაცხადა სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ბუსაინა შააბანმა. ბოლო დღეებში შეერთებულმა შტატებმა სირიის მიმართ მწვავე განცხადებები გააკეთა და მას ბრალი დასდო სახელმწიფო ტერორიზმში, ქიმიური იარაღის წარმოებასა და სადამ ჰუსეინის თანამებრძოლთა შეფარებაში. გუშინ დამასკომ განაცხადა, რომ ვაშინგტონის ბრალდებები ისრაელის ინტერესებს ემსახურება. გუშინვე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, კოლინ პაუელმა თქვა, რომ ამერიკა არავითარ სამხედრო ოპერაციას არ გეგმავს სირიის წინააღმდეგ, თუმცა მისი მოქმედებით შეშფოთებულია.
XS
SM
MD
LG