ერაყში სადამ ჰუსეინის მართველობის დროს აკრძალული მლოცვარეობის აღსრულების
საშუალება მიეცათ ერაყელ შიიტებს, რომელთა მილიონამდე წარმომადგენელი ჩავიდა ქალაქ ქარბალაში, რათა წინასწარმეტყველ მოჰამედის შვილიშვილის იმამ ჰუეინის საფლავზე მისულიყვნენ და მისი სიკვდილის დღე აღენიშნათ. ამასთან ერთად, იქვე ათასობით შიიტი აშშ-ის მიერ დასახელებული მთავრობის საწინააღმდეგო ლოზუნგებს გამოთქვამდა. ერაყის ჩრდილოეთში აშშ-ის მიერ დასახელებული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჯეი გარნერმა პირობა მისცა ერაყელ ქურთებს, რომ ისინი მონაწილეობას მიიღებენ ერაყის დემოკრატიული მთავრობის შექმნაში. ერაყელი შიიტების ლიდერმა აბდულ აზიზ ჰაქიმმა ქარბალაში განაცხადა, რომ გარნერი არ გვჭირდება ომის შემდგომი ერაყის აღდგენაშიო: [ჰაქიმის ხმა] "არ არის საჭირო და არ არის მნიშვნელოვანი ბატონი გარნერის აქ დარჩენა. ეს საკითხები ერაყელებმა უნდა მოაგვარონ, რადგან ერაყელებს შეუძლიათ ერაყის მართვა და ხელმძღვანელობა..."
თეთრმა სახლმა დღეს გაიმეორა რომ, ერაყის მიმართ დაწესებული სანქციები უნდა გაუქმდეს.