Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაშკენტში დაიწყო ევროპის რეკონსტრუქციისა და


ტაშკენტში დაიწყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეკრება. უზბეკეთი აზიის პირველი ქვეყანაა,

ტაშკენტში დაიწყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეკრება. უზბეკეთი აზიის პირველი ქვეყანაა,
რომელშიც ევრობანკის ასეთი ღონისძიება ტარდება. მის დაწყებამდე ადამიანის უფლებათა მოძრაობის აქტივისტებმა საპროტესტო აქცია ჩაატარეს და უზბეკეთის ხელისუფალთ მოუწოდეს, წერტილი დაუსვან ადამიანთა წამების პრაქტიკას და გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები. ტაშკენტის შეხვედრის მონაწილეებისადმი მიმართვაში ადამიანის უფლებათა დმცველმა ავტორიტეტიანმა ორგანიზაციამ "ჰიუმან რაიტს უოჩმა" მძაფრად გააკრიტიკა უზბეკეთის ხელისუფლება ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ნორმების უხეში ხელყოფისთვის. მიმომხილველები ვარაუდობდნენ, რომ ფორუმის მონაწილეების წინაშე წარმოთქმულ სიტყვაში უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ ქარიმოვი საჯაროდ დაგმობდა წამების პრაქტიკას. მაგრამ, როგორც რეიტერის სააგენტო იუწყება, პრეზიდენტს ეს არ გაუკეთებია. პირიქით, ქარიმოვმა ისაუბრა დამოუკიდებლობის შემდეგ მოპოვებულ "წარმატებებზე", გატარებულ "ეკონომიკურ რეფორმებსა" და დამკვიდრებულ "დემოკრატიაზე".
XS
SM
MD
LG