Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სახელმწიფო დუმამ პირველ წაკითხვაში

რუსეთის სახელმწიფო დუმამ პირველ წაკითხვაში მოიწონა კანონპროექტი, რომლის ძალითაც, ამნისტია შეიძლება გამოცხადდეს ზოგიერთი ჩეჩენი მეამბოხის მიმართ. პრეზიდენტმა პუტინმა კანონპროექტი გასულ კვირაში წარუდგინა პარლამენტს.

დოკუმენტი ამნისტიას ითვალისწინებს იმ ჩეჩენი მეამბოხეების მიმართ, რომლებიც იარაღს ჩააბარებენ და დანებდებიან 1-ლ აგვისტომდე. ამნისტია არ შეეხება უცხოელ მებრძოლებს ან იმათ, ვისაც ჩადენილი აქვს მძიმე დანაშაული, მაგალითად, მკვლელობა ან გატაცება. რუსეთის ადამიანის უფლებების დამცველები აკრიტიკებენ კანონპროექტს. ისინი ჩივიან, რომ ამნისტია შესაძლოა შეეხოს იმ პირებსაც, რომლებიც ბრალდებული არიან სხვა დანაშულისთვის, როგორიცაა, მაგალითად, მთავრობის მიერ ჩეჩნეთის აღდგენისთვის გამოყოფილი ფინანსების დატაცება.
XS
SM
MD
LG