Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტ მოჰამად ხათამის თანაშემწემ


ირანის პრეზიდენტ მოჰამად ხათამის თანაშემწემ ვაშინგტონს მოუწოდა, სამხილებით დაასაბუთოს ირანისათვის წაყენებული ბრალდება,

ირანის პრეზიდენტ მოჰამად ხათამის თანაშემწემ ვაშინგტონს მოუწოდა, სამხილებით დაასაბუთოს ირანისათვის წაყენებული ბრალდება,
თითქოს ის ტერორისტული ორგანიზაცია "ალ-ყაიდის" წევრებს თავშესაფარს აძლევდეს. როგორც ხათამის თანაშემწემ, საიდ პურ აზიზიმ საინფორმაციო სააგენტო "ასოშიეიტიდ პრესს" უთხრა, ირანის პოლიცია კი არ მფარველობს, არამედ დევნის "ალ-ყაიდას". მანამდე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის მიერ გაკეთებული განცხადებით, მისმა მთავრობამ ირანი გააფრთხილა, რომ სავსებით მიუღებლად მიაჩნია ტერორისტული ორგანიზაცია "ალ-ყაიდის" წევრების შეფარება. ბლერმა ლონდონში პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ბრიტანელმა და ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განიხილეს ცნობები, რომელთა მიხედვით, გასული კვირის ტერაქტები საუდის არაბეთში "ალ-ყაიდის" ირანში მყოფი წევრების მიერ იყო ორგანიზებული.
XS
SM
MD
LG