Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეა აცხადებს, რომ დარტყმით


ჩრდილოეთი კორეა აცხადებს, რომ დარტყმით უპასუხებს ნებისმიერ მცდელობას

ჩრდილოეთი კორეა აცხადებს, რომ დარტყმით უპასუხებს ნებისმიერ მცდელობას
- სამხედრო ძალის გამოყენებით იქნეს მოგვარებული კონფლიქტი, რომელიც ფხენიანის ბირთვულმა პროგრამამ გამოიწვია. ეს განცხადება ჩრდილოეთი კორეის პრესაში გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ძიუნიტირო კოიძუმიმ, პარასკევს, ტეხასში გამართული მოლაპარაკების დამთავრებისას გააფრთხილეს ფხენიანი, რომ კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას მკაცრი ზომების მიღება მოჰყვება კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ. აშშ-ისა და იაპონიის ლიდერებმა კვლავ მოუწოდეს ფხნიანს - შეწყვიტოს ბირთვული პროგრამა.
XS
SM
MD
LG