Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ აზიის ქვეყნებს მოუწოდებს


აშშ აზიის ქვეყნებს მოუწოდებს

აშშ აზიის ქვეყნებს მოუწოდებს
- ერთობლივი ძალისხმევით შეეცადონ, რომ ჩრდილოეთმა კორეამ, თავისი ბირთვული შეიარაღების პროგრამა შეწყვიტოს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პოლ ვულფოვიცმა განაცხადა აზიის უშიშროებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც დღეს გაიხსნა სინგაპურში. აზიის, აგრეთვე დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები, ამ ფორუმზე, ტერორიზმთან ბრძოლის, აგრეთვე ქაშმირის გამო არსებული უთანხმოების საკითხებსაც განიხილავენ.
XS
SM
MD
LG