Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ მაგდებურგში


გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ მაგდებურგში არქეოლოგებმა გათხარეს უზარმაზარი რომანული ტაძარი, რომელიც ცნობილია, რომ მეათე საკუნეში იქნა აშენებული.

გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ მაგდებურგში არქეოლოგებმა გათხარეს უზარმაზარი რომანული ტაძარი, რომელიც ცნობილია, რომ მეათე საკუნეში იქნა აშენებული.
მაგდებურგის ქალაქის არქეოლოგიური უწყების წარმომადგენლის რაინერ კუნის თანახმად, ეს ტაძარი ევროპის ადრეული შუა საუკუნეების ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა. კუნის თანახმად ეს იყო უდიდესი ტაძარი, კიოლნის ტაძარს თუ არ ჩავთვლით. მისი თქმით, ტაძრის სიმაღლე 60 მეტრი იყო სიგრძე - 80. საკათედრო ტაძარში განისვენებდა "წმინდა რომის იმპერიის" იმპერატორი ოტო დიდი, რომელიც 912- 973 წლებში ცხოვრობდა. ტაძარი 1207 წლს დაიწვა და მის ნაცვლად მაგდებურგის გოტიკური ტაძარი აიგო.
XS
SM
MD
LG