Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დარჩა თუ არა პარლამენტში ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესზე შეთანხმების შანსი


ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დაკომპლექტების წესი, კვლავ, შეუთანხებელია. 4 ოპოზიციური ფრაქცია პარლამენტის სხდომების ბოიკოტირებას განაგრძობს და სხდომათა დარბაზში დაბრუნებას მანამდე არ აპირებს, სანამ, სახელისუფლებო ფრაქციები ცენტრალური საარჩევნო კომისიის პარიტეტული წესით დაკომპლექტებას არ დათანხმდებიან. ამ წესის ნაცვლად სახელისუფლებო ძალები ოპოზიციის პარლამენტში დარჩენილი ნაწილის წარმომადგენლის, ვახტანგ ხმალაძის, ახალ, კომპრომისულ ვარიანტს დათანხმდნენ, თუმცა, მას ახლა უკვე ქუჩაში გასული ფრაქციები არ თანხმდებიან. რჩება თუ არა პარლამენტში შანსი დაპირისპირებულმა მხარებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი შეათანხმონ, ამის გასარკვევად თბილისის ბიუროს სადისკუსიო მაგიდასთან ეკა წამალაშვილმა ფრაქცია "მრეწველებიდან" ვახტანგ ხმალაძე, "გაერთიანებული დემოკრატებიდან" კი ვასილ მაღლაფერიძე მიიწვია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG