Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის სავაჭრო ზღვაოსნობის სამინისტროს ცნობით


საბერძნეთის სავაჭრო ზღვაოსნობის სამინისტროს ცნობით, საბერძნეთის ტერიტორიულ წყლებში გუშინ დაკავებული სატვირთო ხომალდი,

საბერძნეთის სავაჭრო ზღვაოსნობის სამინისტროს ცნობით, საბერძნეთის ტერიტორიულ წყლებში გუშინ დაკავებული სატვირთო ხომალდი,
რომელსაც 680 ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება გადაჰქონდა, სუდანში მიემგზავრებოდა. გამოძიების წინასწარი შედეგების თანახმად, ტვირთის ადრესატი არარსებული კომპანია იყო. გემი კომორის კუნძულების დროშით დაცურავდა, მაგრამ მისი ეკიპაჟი უკრაინისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებისგან შედგება. ეკიპაჟის ყველა წევრს (ხუთ უკრაინელსა და ორ აზერბაიჯანელს) ახლა დაკითხვას უტარებენ. ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს დამატებითი შემოწმებისას, რომელიც საგანგებო დანიშნულების რაზმის მოსამსახურეებმა ჩაატარეს. ასეთი პრაქტიკა საბერძნეთსა და აღმოსავლეთი ხმელთაშუაზღვისპირეთის სხვა ქვეყნებში ამ რამდენიმე თვის წინათ შემოიღეს.
XS
SM
MD
LG