არგენტინის სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილი ოფიცერი რიკარდო კავალიო ესპანეთს გადასცეს, სადაც იგი სასამართლოს წინაშე წარდგება
არგენტინაში სამხედრო დიქტატურის წლებში გენოციდისა და ტერორიზმის ბრალდებით. კავალიო სამი წლის წინათ დააპატიმრეს მექსიკაში. ბრალდების თანახმად, 1977-78 წლებში იგი ხელმძღვანელობდა შენაერთს, რომელიც იტაცებდა და აწამებდა მემარცხენე მოძრაობათა აქტივისტებს და ოპოზიციის მომხრეებს. ამ საქმის გამოძიებას სათავეში ედგა ესპანელი მოსამართლე ბალტასარ გარსონი, რომელმაც ამ რამდენიმე წლის წინათ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ბრალდება წაუყენა ჩილეს ყოფილ პრეზიდენტს აუგუსტო პინოჩეტს. არგენტინაში, დიქტატურის მმართველობის წლებში, დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა 30 ათასზე მეტი ადამიანი.