გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ამ უწყების ხელმძღვანელი მოჰამედ ელ ბარადეი სულ მალე ირანის დედაქალაქს ეწვევა ამ ქვეყნის ხელისუფლებასთან
მოსალაპარაკებლად. მანამდე კი ოფიციალურმა თეირანმა უარი თქვა სტუმრად მყოფ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივან ჯეკ სტროს წინადადებაზე, რაც გაეროს მიერ ირანის ატომური სადგურების მკაცრად შემოწმებაზე თანხმობის მიცემას ითვალისწინებს. ამის პარალელურად ირანის ატომური ენერგეტიკის სფეროს ხელმძღვანელი ღოლამრეზა აღაზადე მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იგორ ივანოვს შეხვდა. მათ ატომური ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საყურადღებოა, რომ ორშაბათს რუსეთი შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებიც ირანს გაეროს ინსპექტორთა ატომური დაწესებულებების შემოწმებისთვის დაშვებისკენ მოუწოდებენ.