შაბათს პოლიციამ ბაქოში ოპოზიციის არასანქციონირებული დემონსტრაცია დაარბია და მისი 30-ზე მეტი მონაწილე დააპატიმრა.
აზერბაიჯანის დემოკრატიული პარტიის ასამდე მომხრე შეეცადა მისულიყო შენობასთან, სადაც განთავსებულია ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელმაც ამ დღეებში, ხსენებული პარტიის თავმჯდომარეს რასულ გულიევს, საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე უთხრა უარი. აზერბაიჯანის პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს გულიევს სახელმწიფო სახსრების მითვისებაში ადანაშაულებენ, რის გამოც იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო და ამჟამად შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. რასულ გულიევი ამტკიცებს, რომ მისდამი წაყენებულ ბრალდებას პოლიტიკური სარჩული უდევს.