Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გადასდო თავისი


რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გადასდო თავისი მოგზაურობა უზბეკეთში, მალაიზიასა და აზერბაიჯანში მოსკოვში მომხდარი იმ აფეთქების გამო, რომელიც თვითმკვლელმა მოაწყო და რომელსაც ოფიციალური მონაცემებით 15 ადამიანი შეწირა თვითმკვლელის ჩათვლით.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გადასდო თავისი მოგზაურობა უზბეკეთში, მალაიზიასა და აზერბაიჯანში მოსკოვში მომხდარი იმ აფეთქების გამო, რომელიც თვითმკვლელმა მოაწყო და
რომელსაც ოფიციალური მონაცემებით 15 ადამიანი შეწირა თვითმკვლელის ჩათვლით.
რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბორის გრიზლოვმა თქვა, რომ ადგილზე ჩეჩნეთის მოქალაქის პასპორტი ნახესვ. მისივე თქმით, აქტი სავარაუდოდ პარასკევს პუტინის მიერ ჩეჩნეთში საპრეზიდენტო არჩევნების ვადის გამოცხადებაზე რეაქცია იყო. პუტინის და ჩეჩნეთის პრორუსული ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მოლაპარაკებით, ეს არჩევნები 5 ოქტომბერს უნდა მოეწყოს. პუტინის წარმომადგენელმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ჩეჩნეთში აბდულ ხასიმ სულტიგოვმა თქვა, რომ თვითმკვლელთა თავდასხმები არჩევნებს ვერ ჩაშლის.
XS
SM
MD
LG