Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანკარა "დამაკმაყოფილებელ ახსნა-განმარტებას" მოითხოვს ვაშინგტონისგან


ანკარა "დამაკმაყოფილებელ ახსნა-განმარტებას" მოითხოვს ვაშინგტონისგან ჩრდილოეთ ერაყში ახლახან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით,

ანკარა "დამაკმაყოფილებელ ახსნა-განმარტებას" მოითხოვს ვაშინგტონისგან ჩრდილოეთ ერაყში ახლახან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით,
-განაცხადა ოთხშაბათს თურქეთის პრეზიდენტმა აჰმედ ნეჩდეტ სეზერმა. გასულ კვირაში ამერიკელმა სამხედროებმა თურქეთის სპეცდანიშნულების 11 ჯარსიკაცი დააკავეს ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ სულეიმანიაში. დაკავებულები კვირას გაანთავისუფლეს. თურქი და ამერიკელი სამხედროები ერთობლივად იძიებენ ამ ინციდენტს. შეერთებული შტატების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ თურქ სამხედროებს თავდასხმა ჰქონდათ განზრახული ქურთებზე ჩრდილოეთ ერაყში. ანკარა კატეგორიულად უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG