Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის მთავრობის განცხადებით, უზბეკმა მესაზღვრეებმა


ყირგიზეთის მთავრობის განცხადებით, უზბეკმა მესაზღვრეებმა ყირგიზეთის მოქალაქე მოკლეს.

ყირგიზეთის მთავრობის განცხადებით, უზბეკმა მესაზღვრეებმა ყირგიზეთის მოქალაქე მოკლეს.
ვიცე-პრემიერ ბაზარბაი მამბეტოვის თქმით, ინციდენტი მოხდა გუშინ სასაზღვრო საგუშაგოსთან, როცა რამდენიმე ადამიანი გამოელაპარაკა უზბეკ მესაზღვრეებს. საუბრის თემა იყო საზღვარზე გამავალ ხეობაზე ხიდის აშენება. მაგრამ, როგორც იუწყებიან, ატყდა ჩხუბი და უზბეკმა მესაზღვრემ ერთი მამაკაცი მოკლა. მიმდინარეობს გამოძიება. იუწყებიან ასევე, რომ ეუთოს თავმჯდომარემ შუა აზიის სახელმწიფოებს საზღვრის საკითხებში უფრო მჭიდროდ თანამშრომლობისაკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG