Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტე მალე დააბრუნებს თავის ელჩს


ეგვიპტე მალე დააბრუნებს თავის ელჩს ისრაელში, სადაც ეს წარმომადგენელი თითქმის სამი წელია აღარა ჰყავს.

ეგვიპტე მალე დააბრუნებს თავის ელჩს ისრაელში, სადაც ეს წარმომადგენელი თითქმის სამი წელია აღარა ჰყავს.
ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა სილვან შალომმა ვაშინგტონში ვიზიტის დროს უთხრა ისრაელის საზოგადოებრივ რადიოს. ეგვიპტემ 2000 წლის ნოემბერში გაიწვია თავისი ელჩი მას შემდეგ, რაც დაგმო ისრაელის არმიის ძალადობა პალესტინელების ტერიტორიებზე. შალომმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა ვაშინგტონში გუშინდელი შეხვედრის დროს პალესტინელების ხელმძღვანელობას მოუწოდეს, უფრო მკაცრი ზომები მიიღენ პალესტინელი ექსტრემისტების წინააღმდეგ. შალომის სტუმრობა ვაშინგტონში წინ უსწრებს იქ ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონის ვიზიტს. პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მომავალ კვირაში, სამშაბათს მიიღებს შარონს, ხვალ კი პალესტინელების პრემიერ-მინისტრ მაჰმუდ აბასს შეხვდება. ამასობაში, ისრაელიდან მოსული ინფორმაციით, ისრაელის ჯარებმა შეიპყრეს ექსტრემისუტლ ორგანიზაცია "ჯიჰადის" წევრობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი. როგორც "ჯიჰადის" მმართველობის წევრმა, ბასამ ალ-საადიმ საფრანგეთის საინფორმაციო სააგენტო ფრანს პრესს უთხრა, ისრაელის ჯარებმა ეჭვმიტანილი აჰმად შაბანი დღეს შეიპყრეს სოფელ ფაჰმაში, ჯენინის მახლობლად. საადი ვარაუდობს, რომ მისმა მოძრაობამ და სხვა ექსტრემისტულმა ორგანიზაციებმა, ასეთი დაპატიმრების გამო შესაძლოა ხელი აიღონ გასულ თვეში გამოცხადებული ზავის დაცვაზე. ექსტრემისტულ ორგანიზაციებს პირობა აქვთ დადებული, რომ სამი თვის მანძილზე არ მოაწყობენ ისრაელზე თავდასხმებს იმ პირობით, რომ ისრაელი გაათავისუფლებს ყველა პალესტინელ პატიმარს - დაახლოებით 6 000 კაცს.
XS
SM
MD
LG