საქართველოში ეუთოს მისია შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ჯერ-ჯერობით არ არის დაცული საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის ვადები,
რომელზეც პოლიტიკურმა პარტიებმა ივლისის დასაწყისში მოილაპარაკეს. საქართველოში ეუთოს მისიის ახალმა ხელმძღვანელმა როი რივმა სამშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ ცვლილებების დაყოვნება ხელს უშლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების ეუთოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით ჩატარებას. ამ ცვლილებების მიზანია კენჭისყრის გაყალბების წინააღმდეგ ზომების მიღება და ნდობით აღჭურვილი საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნა. როი რივი 1 აგვისტოს დაინიშნა საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელად. მანამდე ის ეუთოს ერევნის ოფისს ხელმძღვანელობდა.