Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთის უზენაესმა ისლამურმა საბჭომ


საუდის არაბეთის უზენაესმა ისლამურმა საბჭომ დღეს დაგმო ტერორისტული თავდასხმები

საუდის არაბეთის უზენაესმა ისლამურმა საბჭომ დღეს დაგმო ტერორისტული თავდასხმები
და მხარდაჭერა გამოუთქვა მთავრობის ანტიტერორისტულ აქციებს. ისლამური საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი, ვინც ტერორიზმს ჯიჰადის, ანუ წმიდა ომის კონცეფციას უკავშირებს "გზასაცდენილი ბეცები" არიან. მთავრობა აცხადებს, რომ ტერორისტული აქტები წარმოადგენს აგრესიას უდანაშაულო მოქალაქეთა წინააღმდეგ, ამიტომაც ტერორისტები მკაცრად უნდა დაისაჯონ. მას შემდეგ, რაც გასულ მაისს რიადში თვითმკვლელმა ტერორისტებმა რამდენიმე აფეთქება მოაწყეს, რამაც სულ ცოტა 35 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, საუდის არაბეთის მთავრობამ ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები დააპატიმრა.
XS
SM
MD
LG