Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ბირთვულ ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს


გაეროს ბირთვულ ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა ელ ბარადეიმ, ბერლინში, სადაც ის გერმანიის საგარეო საქმეთა

გაეროს ბირთვულ ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა ელ ბარადეიმ, ბერლინში, სადაც ის გერმანიის საგარეო საქმეთა
მინისტრს იოშკა ფიშერს შეხვდა, მოუწოდა ირანს მალე მოაწეროს ხელი შეთანხმებას, რომელიც საშუალებას მისცემდა ინსპექტორებს, დეტალური შემოწმება ჩაუტარონ ირანის ბირთვულ ობიექტებს. ბარადეიმ ბერლინში თქვა, რომ ირანი ამ შეთანხმებას შეუერთდება: [ბარადეის ხმა] "ირანელებმა მითხრეს გასულ კვირაში, რომ გადაწყვიტეს გაუვრცელებლობის შთანხმებას დამატება დაურთონ. დამატება სტანდარტული შეთანხმებაა, მას ხელი ოთხმოცმა ქვეყანამ მოაწერა. თუკი ქვეყანამ მიიღო დამატების გადაწყვეტილება, იმედია, რომ მას მალევე განახორცილებს". აშშ ადანაშაულებს ირანს, რომ თეირანი საიდუმლო ბირთულ პროგრამას ავითარებს. ირანი უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ მხოლოდ სამოქალაქო მიზნებს ემსახურება მისი მცდელობა. ირანმა გუშინ გამოაცხადა, რომ თანახმაა დამატებით ინსპექციაზე, თუკი უცხო ქვეყნები მასზე ზეწოლას შეწყვეტენ.
XS
SM
MD
LG