Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერი გერჰარდ შრიოდერი ჩეხეთს


გერმანიის კანცლერი გერჰარდ შრიოდერი ჩეხეთს ესტუმრა. მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტთან, ვაცლავ კლაუსთან შეხვედრის შემდეგ შრიოდერმა განაცხადა,

გერმანიის კანცლერი გერჰარდ შრიოდერი ჩეხეთს ესტუმრა. მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტთან, ვაცლავ კლაუსთან შეხვედრის შემდეგ შრიოდერმა განაცხადა,
რომ ორმა ქვეყანამ კიდევ უფრო უნდა გააღრმავოს თანამშრომლობა. [გერჰარდ შრიოდერის ხმა] "მინდა აღვნიშნო, რომ ჩეხეთის რესპუბლიკასა და გერმანიას სრული საფუძველი აქვთ, ოპტიმისტურად უყურონ მომავალს. იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომლებიც თავის დროზე გარკვეულ გაუგებრობასა და უთანხმოებას იწვევდა, წარსულს ჩაბარდა." ჩეხეთსა და გერმანიას შორის აქამდე არსებობს უთანხმოებები ე.წ. "ბენეშის დეკრეტების" შეფასებაში. ამ დეკრეტების საფუძველზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩეხოსლოვაკიიდან გაასახლეს ორმილიონნახევარი სუდეტელი გერმანელი, ხოლო მათს ქონებას კონფისკაცია უყვეს.
XS
SM
MD
LG