Accessibility links

დღეს შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრი


დღეს შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრი ანა ლინდი ცხრა საათიანი ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დღეს შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრი ანა ლინდი ცხრა საათიანი ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
დღეს შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრი ანა ლინდი ცხრა საათიანი ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. გუშინ დაუდგენელმა ბოროტმოქმედმა ლინდი მუცლისა და გულმკერდის არეში დაჭრა. თავდასხმა სტოკჰოლმის ერთ-ერთ ცენტრალურ უნივერმაღში მოხდა, სადაც შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრი დაცვის გარეშე მივიდა. პოლიცია დამნაშავეს იმ ფოტორობოტის მიხედვით ეძებს, რომელიც თვითმხილველთა აღწერის მიხედვით არის შედგენილი. დღესვე მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსები გამოეხმაურებ შვეციის საგარეო-საქმეთა მინისტრის მკვლეობას. დიდი-ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა ჯეკ სრტოუმ ლინდის, როგორ პოლიტიკოსისა და ოჯახის დედის ღირსებები გაიხსენა.
" მას ჰქონდა არაჩვეულებრივი უნარი ერთსადაიმავე დროს ყოფილიყო შვეციის წამყვანი პოლიტიკური ლიდერი, ევროპის ერთ-ერთი აქტიური საგარეო საქმეთა მინისტრი და საკუთარი ოჯახის უზომოდ ერთგული ადამიანი."განაცხადა სტროუმ. 46 წლის ანა ლინდი შვეციის წამყვანი პოლიტიკურ მოღვაწე იყო და იგი პრემიერ-მინისტრის პოსზტე ერთ-ერთ სვარაუდო კანდიდატად ითვლებოდა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG