Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებს


აშშ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებს მოუწოდებს, უზრუნველყონ მოქალაქეთა რელიგიური თავისუფლება.

აშშ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებს მოუწოდებს, უზრუნველყონ მოქალაქეთა რელიგიური თავისუფლება.
სახელმწიფო დეპარტამენტმა პარასკევს გაავრცელა ამ მოწოდების შემცველი განცხადება მას შემდეგ, რაც ამავე კვირაში უმასპინძლა კონფერენციას რელიგიური თავისუფლების საკითხებზე. იმ ქვეყნებს შორის, რომელთა შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტს, მისივე განცხადების სიტყვებით, შემაშფოთებელი რეპრესიების შესახებ შეტყობინებები აქვს მიღებული, საქართველოც არის. დანარჩენი ქვეყნებია რუსეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი და ბელარუსია. სახელმწიფო დეპარტამენტს არ დაუზუსტებია, რა რელიგიურ რეპრესიებზეა საუბარი. ის ყოველ წელს აქვეყნებს საანგარიშო მოხსენებას მსოფლიოში რელიგიური თავისუფლების მხრივ არსებული მდგომარეობის შესახებ. წლევანდელი ანგარიში მიმდინარე თვეში გამოვა.
XS
SM
MD
LG