Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის დელეგაცია პრეზიდენტ ბუშის მრჩეველს


ისრაელის დელეგაცია პრეზიდენტ ბუშის მრჩეველს სახელმწიფო უშიშროების საკითხებში კონდოლიზა რაისს შეხვდა

ისრაელის დელეგაცია პრეზიდენტ ბუშის მრჩეველს სახელმწიფო უშიშროების საკითხებში კონდოლიზა რაისს შეხვდა
ვაშინგტონში და ისრაელისთვის აშშ-ის კრედიტის გარანტიების შემცირებს გარშემო მოელაპარაკა. აშშ-მა ისრაელს კრედიტის გარანტიები 9 მილიარდი დოლარით შეუმცირა ისრაელის მიერ პალესტინელთა ტერიტორიებზე დასახლებების მშენებლობის გამო სასჯელის სახით. აშშ აპირებს პალესტინელთა ტერიტორიებს და საკუთრივ ისრაელს შორის ზღუდის მშენებლობის გამოც პასუხი აგებინოს ირაელს. ისრაელი აცხადებს, რომ ის ცდილობს შეირაღებული პალესტინელების მის ტერიტორიაზე შესვლვა აღკვეთოს. დღეს პალესტინელთა პრემიერ-მინისტრად დასახელებულმა აჰმად ყურეიმ გამოაცხადა, რომ მას სურს ბოლო მოუღოს უკანონო იარაღის გარშემო ქაოსს. მან მოკლედ თქვა, რომ შეიარაღებულ ჯგუფებს განაიარაღებს მაგრამ არაფერი უთქვამს, როგორ აპირებს არალეგალური იარაღის წანააღმდეგ ბრძოლას.
XS
SM
MD
LG