Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის პრობლემისადმი დამოკიდებულება სოხუმის დაცემიდან 10 წლის შემდეგ


სოხუმის დაცემიდან გასულმა 10 წელიწადმა აფხაზეთის

პრობლემისადმი საქართველოს ხელისუფლებისა და მისი ოპონენტების დამოკიდებულება ვერ შეცვალა. აფხაზეთის საკითხისადმი არ შეცვლილა რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკაც, მაგრამ რუსეთი რჩება ქართველებსა და აფხაზებს შორის მთავარ მედიატორად.აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების საქმეს არაფრად წადგომია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა გადაწყვეტილებები, მაგრამ არც ამას მისცემია სათანადო შეფასება.
ედუარდ შევარდნაძეს მაინც სჯერა პუტინის დაპირებების და მან, მაინც, წარმატებულად შეაფასა იალტის სამიტი, სადაც აფხაზეთის საკითხი კინაღამ მთლად უყურადღებოდ დარჩა. აფხაზეთის პრობლემის ირგვლივ ასეთ გაუგებარ ტრიალთან დაკავშირებით სასაუბროდ თბილისის სტუდიის სადისკუსიო მაგიდასთან ეკა წამალშვილმა აფხაზეთის დეპუტაციის წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში - გერმანე ფაცაცია და სახელმწიფო კანცელარიის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი შალვა ფიჩხაძე მიიწვია. ის იალტაში საქართველოს დელეგაციის ერთ-ერთი წევრი იყო.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG