Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ


რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ დღეს ტრადიციული ყოველკვირეული აუდიენცია მისცა.

რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ დღეს ტრადიციული ყოველკვირეული აუდიენცია მისცა.
წმინდა პეტრეს ტაძრის წინ ათასობით მორწმუნის წინაშე გამოსვლისას მან თქვა, რომ მომავალ კვირაში მოინახულებს პომპეის. "ღმერთს სურს, რომ ეს გავაკეთოო", ახსნა მან. 83 წლის პაპმა, რომელსაც პარკინსონის დაავადების გამო მეტყველება უჭირს, დღევანდელი გამოსვლისთვის მომზადებული ტექსტის მნიშვნელოვანი ნაწილი გამოტოვა. გამოსვლის წინ ვატიკანის მაღალი რანგის წარმომადგენელმა, კარდინალმა იოზეფ რაცინგერმა განაცხადა, რომ იოანე პავლე მეორის ჯანმრთელობა სერიოზულად გაუარესდა და მოუწოდა მორწმუნეებს, რომ ილოცონ მისთვის.
XS
SM
MD
LG