Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში მოქმედი საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები


ერაყში მოქმედი საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები, უსაფრთხოების მოსაზრებებით, თანამშრომელთა შტატს ამცირებენ.

ერაყში მოქმედი საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები, უსაფრთხოების მოსაზრებებით, თანამშრომელთა შტატს ამცირებენ.
საერთაშორისო ორგანიზაციამ "ექიმები უსაზღვრებოდ" თავის მუშაკთა ნაწილის ევაკუაცია მოახდინა. ბაღდადში მომხდარი ტერაქტების შემდეგ პერსონალის შემცირების შესახებ გამოაცხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციამაც; რაც საზოგადოებას აუწყა წითელი ჯვრის ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა პიერ კრეენბიულმა. [პიერ კრეენბიულის ხმა] "ჩვენი ვალია, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ. ჩვენ ამაზე პასუხს ვაგებთ. და ამიტომ ვამცირებთ ერაყში უცხოურ პერსონალს და მივმართავთ დამატებით ზომებს საიმისოდ, რათა დარჩენილთა უსაფრთხოება უზრუნველვყოთ." ამასობაში გრძელდება თავდასხმები კოალიციის სამხედრო მოსამსახურეებზე. დღეს ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა ბაღდადის ჩრდილოეთით, მისგან 70 კილომეტრის მანძილზე მდებარე ქალაქ ბალადში, სადაც დაუდგენელმა პირებმა ტანკი ააფეთქეს.
XS
SM
MD
LG